სისხლის და სისხლის შემცვლელების ოზონირება

ოზონირებული სისხლის შემცვლელის ინფუზია
ოზონირებული სისხლის შემცვლელის ინფუზია

ოზონი - მოლეკულა, წარმოქმნილი ჟანგბადის სამი ატომით, გააჩნია ერთი თავისუფალი კავშირი,რაც განაპირობებს მოცემული მოლეკულის მაღალ აქტივობას. ოზონოთერაპია სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებული   მაღალეფექტური სამკურნალო მეთოდია. სამედიცინო ოზონის გამოყენება ამცირებს მკურნალობის ვადებს, ამცირებს ლეტალობას და დაინვალიდების დონეს.                                                                                                      

 

ოზონის სამკურნალო ეფექტები:

-  ანტიბაქტერიული და ანტივირუსული;

-  ანთებისსაწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური მოქმედება;  

-  ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება;

-  აფართოებს სისხლძარღვებს;

-  აუმჯობესებს სისხლის დინებას;          

-  აძლიერებს მიკროჰემოდინამიკას;

-  ხსნის ინტოქსიკაციას და ანთებას;

-  აძლიერებს ანტიოქსიდანტური დაცვითი სისტემის აქტიურობას;

-  ეხმარება ლიპიდების დაჟანგვის დარღვევათა კორექციაში.

                                                                                                                           

ოზონოთერაპიის ჩვენებები:                                                                                   

-  მუცლის ღრუს მწვავე და ქრონიკული დაავადებები (პერიტონიტი, სეფსისი, პანკრეატიტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰეპატიტი, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების და სხვა) 

-  გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიები (გულის იშემიური დაავადება, მააბლიტერირებელი ენდარტერიიტი, ათეროსკლეროზი და სხვა)      

-  სხვადასხვა ნევროლოგიური მდგომარეობები;

-  ურო-გენიტალური ტრაქტის დაავადებები.