ლაზერო-თერაპია

აპარატი "МИЛТА"
აპარატი "МИЛТА"

ლაზერო-თერაპიის ეფექტურობამ განსაზღვრული პათოლოგიური მდგომარეობებისას, კომფორტულობამ, გვერდითი მოვლენების არარსებობამ და ასაკის შეუზღუდავობამ განაპირობა ამ მეთოდის პოპულარობა. 

                                                                                   

გარეგანი გამოყენებისას ლაზერით მკურნალობა ხდება გამოსხივებული ტერმინალის მოქმედების გზით სხეულის განსაზღვრულ ზონებსა და წერტილებზე. სხივი აღწევს ქსოვილში ღრმად და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას დაზიანებულ ქსოვილებში, ააქტიურებს შეხორცებასა და რეგენერაციას, ხდება მთლიამად ორგანიზმის საერთო სტიმულაცია.                          

ლაზერული თერაპიის მოქმედებით ფართოვდება კაპილარები, უმჯობესდება სისხლის მიკროცირკულაცია, ქსოვილების კვება, და ყველაფერ ამას მივყავართ იქამდე, რომ ჩქარდება შეხორცების პროცესები დაზიანებულ ადგილებში. ლაზერული თერაპია სასიკეთოდ მოქმედებს იმუნიტეტზე, აქვეითებს სისხლის სიმკვრივეს, აძლიერებს ლიმფოდინებას, აქვეითებს ქოლესტერინს, აუტკივარებს,გააჩნია ანტიმიკრობული, ანტივირუსული და ანტიალერგიული ეფექტი.                                                                

დამტკიცებულია ლაზერის მაღალი ეფექტურობა გულის იშემიური დაავადებისა და მწვავე მიოკარდიუმის ინფაქტის დროს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად ტრადიციული სამედიცინო მეთოდებთ ნამკურნალევ პაციენტებს შორის ლეტალობა იყო – 22%, ლაზერით ნამკურნალევის კი – 8%.                                                               

გარდა ამისა, დაბალენერგეტიკული ლაზერით დასხივება აუმჯობესებს ლიმფოციტების მემბრანას, აღადგენს რა ამ სახით იმუნურ სისტემას (ლიმფოციტები, როგორც ცნობილია „პასუხისმგებელი“ არიან იმუნიტეტზე). ამგვარად, იმუნური სისტემის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობა ნაჩვენებია ლაზერით. 

                           

ლაზერული თერაპია ნაჩვენებია:                        

- გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისას (გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, არტერიული ჰიპერტენზია);                  

- პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებისას (კიდურების სისხლძარღვების მააბლიტერირებელი დაზიანება, ფლებიტი, თრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება);                               

- სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს (პნევმონია, პლევრიტი, ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვების ტუბერკულოზი);

- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დაავადებების დროს (გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, კოლიტი);       

- შარდ–სასქესო სისტემათა ორგანოების დაავადებების დროს: თირკმელების (მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტები, შარდკენჭოვანი დაავადება), ცისტიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი, სასქესო ფუნქციის დასუსტება;     

- გინეკოლოგიური დაავადებების დროს (მშობიარობისშემდგომი ენდომეტრიტი, არასპეციფიური სალპინგიტი, ბარტოლინიტი);

- ნერვული სისტემის დაავადებების დროს (ნევრალგიები, ნევრიტები, ნერვული ღეროებისა და ქსელის ტრავმები, ქალა–ტვინის ტრავმების, ინსულტისა და ნეიროინფექციების გამოსავალი);

- ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური მოშლილობები (ნევრასთენია, ფსიქოსთენია, სტრესული მდგომარეობა, უძილობა); 

- სხვირ–ხახის დაავადებების დროს (ოტიტი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, რინიტი, ანგინა, ტონზილიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი); 

- საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს (ართრიტები, ართროზები, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, პერიოსტიტები);

- ძნელად შეხორცებადი ჭრილობების, პერიტონიტების, ფურუნკულების, კარბუნკულების, ძვლების მოტეხილობის შენელებული შეხორცების, ოპერაციის შემდგომი და პოსტ-ტრავმული ნაწიბურების, დამწვრობების დროს;

- კანის დაავადებების დროს (დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ჰერპესი, ეროზიები, ლორწოვანი გარსების წყლულები); 

    

საშუალოდ მკურნალობის კურსი გათვლილია 10 სეანსზე, ხოლო ლაზერო- და ფარმაკო-თერაპიის კომბინაციით მიიღწევა უკეთესი ეფექტი. ზოგიერთ შემთხვევაში მიღწეული ეფექტის გასამყარებლად პროცედურა მეორდება ნახევარ წელიწადში. მკურნალობის პერიოდში გვმართებს ალკოჰოლისგან თავის შეკავება.