УФО-თერაპია

აპარატი "НАДЕЖДА-О"
აპარატი "НАДЕЖДА-О"

სისხლის ულტრაიისფერი დასხივება (УФО-თერაპია) – ფოტოჰემოთერაპიის სახესხვაობაა, ეს ექსტრაკორპორალური (ორგანიზმს გარეთ) დოზირებული ულტრაიისფერი დასხივებაა საკუთარი ან დონორის სისხლის სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნებით აპარატით "Надежда-О". სამკურნალო ეფექტის წარმოქმნის სისწრაფე და მდგრადობა აიხსნება იმით, რომ მოლეკულურ, უჯრედულ და ორგანულ დონეზე ულტრაიისფერი სხივი იჩენს მარეგულირებელ მოქმედებას და გავლენას ახდენს ბევრი დაავადებისთვის საერთო პათოლოგიურ ცვლილებებზე.

УФО-თერაპია გამოიყენება: ხანგრძლივი ქრონიკული ანთებითი პროცესების, ქრონიოსეფსისის, ქოლანგიტის, ჰეპატიტის, პანკრეატიტის სამკურნალოდ, რიგი დერმატოლოგიური დაავადებების (ეგზემა, ფსორიაზი, ფურუნკულოზი), შაქრიანი დიაბეტის, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის, ჰიპო–თირეოზის, მამაკაცთა და ქალთა ენდოკრინული ფორმის უნაყოფობის, საკვერცხეების დისფუნქციის, პათოლოგიური კლიმაქსის, იმპოტენციის ...  

 

ფოტოჰემოთერაპიის სამკურნალო ეფექტები:

-  უჯრედული და ჰუმორალური იმუნიტეტის კორექცია;                              

-  ორგანიზმის არასპეციფიური რეზისტენტობის ამაღლება;                         

-  სისხლის რეოლოგიური თვისებების და მიკროცირკულაციის გაუმჯობესება;

-  სისხლის ჰემოსტატიური პოტენციალის რეგულაცია;

-  სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება;

-  სისხლის მჟავა–ტუტოვანი მდგომარეობის ნორმალიზება;

-  სისხლის ჟანგბადმატრანსპორტირებელი ფუნქციის ამაღლება;   

-  სისხლის პროტეოლიზური აქტიურობის ნორმალიზება;   

-  სისხლის ანტიოქსიდანტური აქტიურობის ამაღლება;

-  ერითროპოეზის სტიმულაცია;

-  რადიაციული დაზიანებების დროს დნმ–ს რეპარაციის უჯრედშიდა სისტემების სტიმულაცია;  

-  ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზება (ცილოვანი, ლიპიდური, ნახშირწყლოვანი, ენერგეტიკული ცვლა);

-  რეგენერაციული პროცესების ნორმალიზება და სტიმულაცია;

-  ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;

-  დეზინტოქსიკაციური მოქმედება;       

-  ანტიალერგიული მოქმედება.